შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ბიუროკრატიამ ძალაუფლების დიდი ნაწილი თავის თავზე აიღო…
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში.
მისივე თქმით, ამისკენ არის მიმართული იმ რეფორმების მხრივ მოწოდებები, რომელიც სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება ევროკავშირის ინსტიტუციებში.
„ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში. ამისკენ არის მიმართული იმ რეფორმების მხრივ მოწოდებები, რომელიც სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება ევროკავშირის ინსტიტუციებში, ვინაიდან რაღაც მომენტში გარედანაც კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიამ ძალაუფლების დიდი ნაწილი თავის თავზე აიღო ისე, რომ მისი წევრი ქვეყნების ხმა იმდენად აღარ ისმის. ვფიქრობ, ამ პროცესის ნაწილი არის ის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა კიდე უფრო ხმამაღლა გააგონონ ბრიუსელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი თავის ლოგიკურ განვითარებას ჰპოვებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.