By
საჯარო სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებენ
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საჯარო სკოლების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმური შემოწმება დაიწყო.
საკლასო ოთახებში სპეციალური აპარატით ხორციელდება განათების კოეფიციენტის დადგენა, აგრეთვე, სანიტარიული კვანძების ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება.
მონიტორინგის ფარგლებში, ასევე, ხორციელდება კვების ბლოკში, სპორტ-დარბაზებსა და გასახდელებში სანიტარული შემოწმება.
ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით, სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, მთელი წლის განმავლობაში 27-ვე საჯარო სკოლა შემოწმდება.
მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ლაბორატორიულ კვლევით ცენტრთან ერთად ახორციელებს.