მასწავლებელთა მრავალწლიანი შრომის დაფასებისა და წახალისებისთვის
შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
მასწავლებელთა მრავალწლიანი შრომის დაფასებისა და წახალისების მიზნით, ღვაწლმოსილი და სამინისტროს სხვადასხვა პროექტში გამარჯვებული პედაგოგები აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ჯემალ სურმანიძემ, ლუარა დუმბაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ ჩიქობავამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მინურ პაქსაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, ხულოს, შუახევის მუნიციპალიტეტების მერებმა ვახტანგ ბერიძემ, ომარ ტაკიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, ხულოსა და შუახევის რესურსცენტრების უფროსებმა რამაზ გელაძემ, ედუარდ გოგრაჭაძემ, სპმთპ შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარიძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.
სტუმრებმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისა და თაობების ღირსეული აღზრდისთვის.
ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, რესურსცენტრების ორგანიზებითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
– ორივე მუნიციპალიტეტში საქმიანი და საზეიმო ღონისძიებები გაიმართა, რომელიც მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს შუახევის ბენდმა „117“ ხიჭაურისა და ფურტიოს სკოლებთან არსებულმა ბენდებმა, – გვითხრა მარიამ ჩიქობავამ.
ოთარ ცინარიძე