„ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ და ვნახოთ…“
By

„ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ და ვნახოთ…“

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, ირანში ომის დასასრულებლად შესაძლო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების – სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერისა და ირანის ოფიციალური პირების შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი „ძალიან ახლო მომავალში ჩაინიშნება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა შეხვედრა შეაფასა, როგორც „ძალიან კარგი“ და „ძალიან პროდუქტიული“.

„მედიატორები აქ იმყოფებოდნენ, არა ყველაზე მაღალი დონის წარმომადგენლები, თუმცა ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს. გაჟღერდა ბევრი კარგი იდეა და ბევრი რამ ძალიან კარგად ვითარდება. მათ ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა ტრამპმა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *