ახალი ტურისტული მარშრუტი
By

ახალი ტურისტული მარშრუტი

ბიზნესმენ ვაჟა დავითაძის ინიციატივით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ახალი ტურისტული მარშრუტი მოეწყო. იგი რიკიხიდიდან იწყება და 4 კილომეტრზე,  ოქროპილაურის სარწყავი არხის გაყოლებით, სოფელ ოქროპილაურში მთავრდება. მარშრუტზე მოსასვენებელი ფანჩატურიცაა ჩადგმული.  პირველად ახალი ტურისტული მარშრუტი  შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, თვითმმართველობის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბელარუს ტურისტებთან ერთად,  ვაჟა დავითაძის თანხლებით დალაშქრეს.

– ახალი ტურისტული მარშრუტი მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების, ტურისტების წყნარ და მშვიდ გარემოში, ბუნების წიაღში გასეირნების კიდევ ერთ, კარგ  შესაძლებლობას ქმნის, უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტიორებს  ჩვენი მთიანეთის  გაცნობის საშუალებას აძლევს, – გვითხრა იაგო დავითაძემ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *