მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა
By

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, ბათუმის შემდეგ, დედაქალაქში გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან. მხარეებმა სამშენებლო სექტორში არსებული რისკების ეფექტიან მართვასა და უბედური შემთხვევების პრევენციის მექანიზმებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა პრევენციული ღონისძიებებისა და დაწესებული ნორმების ზედმიწევნით დაცვის პრიორიტეტულობა. მინისტრის განცხადებით, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობაა, რაც სამუშაო პროცესში რისკების დროულ იდენტიფიცირებასა და მინიმუმამდე დაყვანას მოითხოვს.

მხარეებმა დეტალურად გააანალიზეს ინსპექტირების შედეგები, მონიტორინგის დინამიკა და გამოვლენილი დარღვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მექანიზმებსა და დამსაქმებელთა მხრიდან შრომის უსაფრთხოების კულტურის განმტკიცებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კონსტრუქციული და უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *