By
სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში მარკო რუბიოს შეხვდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის შეხვედრა 23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგება.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მარკო რუბიოსთან სერგეი ლავროვის შეხვედრა 23 სექტემბერს არის დაგეგმილი“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა კირილ ლოგვინოვმა.
ასევე, კირილ ლოგვინოვის თქმით, ლავროვი მზად არის დასავლეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეხვდეს, თუ შესაბამისი თხოვნა იქნება.
„ჩვენ შეხვედრაზე უარი არასდროს გვითქვამს“, – აღნიშნა ლოგვინოვმა.