By
ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს შეხვდა
უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოება და ზამთრის დახმარების პაკეტი განიხილეს.
ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ევროკავშირის სესხით, ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების გამოყენებით, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და მათი რაკეტების შეძენა უზრუნველყოს.
„ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების წარმოების შესაძლებლობაზე, ასევე, ანტიბალისტიკური თავდაცვის ერთობლივ პროგრამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად. წელს პირველ შედეგებს ველოდებით. სრული დატვირთვით ვმუშაობთ ჩვენი ხალხის დაცვის გასაძლიერებლად“, -აღნიშნა ზელენსკიმ.