ხულოს თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება
By

ხულოს თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება

აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ მოადგილე ირმა აბულაძესთან ერთად ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შემოქმედებითი დასის წევრებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხულოს თეატრის 90-ე საიუბილეო თეატრალური სეზონისთვის მზადებაზე, მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

ელისო ბოლქვაძის განცხადებით, ხულოს თეატრს მნიშვნელოვანი ისტორია და შემოქმედებითი პოტენციალი გააჩნია. მისი თქმით, თეატრის შემდგომი განვითარება ხელს შეუწყობს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებასა და მოსახლეობისთვის თეატრალურ ხელოვნებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე, მნიშვნელოვანია თეატრისთვის თანამედროვე განვითარების ხედვის ჩამოყალიბება, ახალგაზრდა მსახიობებისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერა და სხვა თეატრებთან თანამშრომლობის გაფართოება.

ხულოს დრამატულ თეატრში ჩატარებული სამუშაოების, არსებული საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მინისტრს დეტალური ინფორმაცია თეატრის დირექტორმა ნანა შაინიძემ მიაწოდა.

მინისტრმა უპასუხა შემოქმედებითი დასის წევრების შეკითხვებს და მათთვის საინტერესო საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • სექტემბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *