ჩაქვში ძალოსნობის  ჩემპიონატი დასრულდა
By

ჩაქვში ძალოსნობის  ჩემპიონატი დასრულდა

ჩაქვში, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალოსნობაში U20 საქართველოს ჩემპიონატი და ირაკლი თურმანიძის სახელობის ტურნირი. ასპარეზობაში საქართველოს 13 რეგიონის 60 ძალოსანი მონაწილეობდა.

ჩემპიონატის პირველ დღეს, 60 კგ წონით კატეგორიაში, წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრები გუნდის წევრმა გიორგი საგინაძემ და ატაცში (91კგ) მეორე, ხოლო აკვრასა (108კგ) და ორჭიდში (199კგ) მესამე ადგილი მოიპოვა.

ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს პარლამენტის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და აჭარის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, ოლიმპიური პრიზიორი ირაკლი თურმანიძე დაესწრნენ, გამარჯვებულებს წარმატება მიულოცეს და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების დასკვნით დღეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, 95 კგ  წონით კატეგორიაში, წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრები გუნდის წევრმა ნიკა მეკეიძემ და ატაცში (144 კგ), აკვრასა (166 კგ) და ორჭიდში (310 კგ) მეორე ადგილი მოიპოვა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *