ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ პირამიდაში – იუნიორებს შორის
აჭარის სპორტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში, თავისუფალ პირამიდაში, იუნიორებს შორის (U14, U15-18 და გოგონები U15-18) ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატის დასკნით დღეს, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი კაიკაციშვილი მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილების უფროსთან ზურაბ ჭყონიასთან ერთად დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ აჭარის ნაკრები გუნდის წევრები – ლევან კიკალიშვილი (15-წლამდელთა შორის) და ნინი კეკელიძე (18-წლამდელთა შორის).
ჩემპიონატში 6 ქვეყნის 40-მდე მობილიარდე მონაწილეობდა.
ტურნირი აჭარის ბილიარდის ფედერაციის ორგანიზებით, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.