პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა
By

პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.
კენჭისყრამდე რეგისტრაცია გაიარა 97-მა დეპუტატმა, ბორაშვილს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი – არც ერთი.
ცნობისთვის, სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი ხელმძღვანელის პოსტზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა.
„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თამაზ ბორაშვილი იქნება პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას“, – აღნიშნა წარდგენინსას ირაკლი კობახიძემ.

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *