ქართული ოქრომჭედლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია – აჭარის ხელოვნების მუზეუმში უნიკალური ფოტოგამოფენა გაიხსნა
By

ქართული ოქრომჭედლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია – აჭარის ხელოვნების მუზეუმში უნიკალური ფოტოგამოფენა გაიხსნა

აჭარის ხელოვნების მუზეუმში ფოტოგამოფენა – „გიორგი ჩუბინაშვილი. ქართული ოქრომჭედლობა VIII-XVIII საუკუნეებისა“ გაიხსნა. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

ექსპოზიცია აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტ დავით ოქიტაშვილთან და აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორ თეონა ზოიძესთან ერთად გახსნა.

ელისო ბოლქვაძის განცხადებით, ქართული ოქრომჭედლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და უნიკალური ნიმუშების წარმოჩენა ხელს უწყობს ეროვნული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მიერ შესწავლილი VIII-XVIII საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის ცნობილ ძეგლთა მცირე ნაწილი – 100 ძეგლის ფოტო 2500-დან.

გამოფენა აჭარის ხელოვნების მუზეუმში 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, 17-19 სექტემბერს – აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, ხოლო 20-22 სექტემბერს რელიგიის მუზეუმში გადაინაცვლებს.

პროექტის ინიციატორია საქართველოს კულტურის პალატა და ა(ა)იპ „კულტურა მარად“, მხარდამჭერია აჭარის მუზეუმი.

  • No Comments
  • სექტემბერი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *