ხელვაჩაურის №1 და №2 საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა
By

ხელვაჩაურის №1 და №2 საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესათან ერთად, ხელვაჩაურის №1 და №2 საბავშვო ბაღებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

დღეს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ საბავშვო ბაღში განახლდა.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვეს. მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება, უკვე დასრულდა სოფელ ერგესა და განთიადში საბავშვო ბაღების მშებლობა და უახლოეს პერიოდში გაიხსნება.

როგორც ზაზა დიასამიძემ აღნიშნა, პრიორიტეტი კვლავაც განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გაძლიერებაა. წლის განმავლობაში იგეგმება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა.

ღონისძიებას ხელვაჩაურის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *