კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო
აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტში ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების ანგარიში განიხილეს. სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა, მოხსენება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ სირაბიძემ წარმოადგინა.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების მაჩვენებლების გაცნობის შემდეგ, ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეულ საქმიანობაზე.
არჩილ სირაბიძის განცხადებით, უწყება, 2026 წელს, 16 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს და ორი კვარტალის გეგმა 56, 6 %-ითაა შესრულებული.
საქვეუწყებო დაწესებულება ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ 5 პროგრამა, რეგიონში აგროსერვისის, მეციტრუსეობის განვითარების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშთგანახლების ხელშეწყობას, სამელიორაციო სისტემების მართვას, ფერმერთა და აგრომეწარმეთა ხელშეწყობას ითვალისწინებს.
სსიპ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი“ ახორციელებს ერთ პროგრამას – „ლაბორატორიული კვლევითი საქმიანობის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა“, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრირების მართვის ხარჯებს.
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო და მის სისტემაში შემავალი სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“ 2026 წელს ახორციელებს 7 პროგრამას, აქედან სამს – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, ხოლო ოთხს – სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“.