საფრანგეთში – მაკრონის, გერმანიაში კი მერცის რეიტინგი დაბალ ნიშნულზეა
ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება, – განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მეორე პრობლემა რაც აქვთ ამ ქვეყნებს, არის უკანონო მიგრაცია.
„ერთშიც და მეორე ქვეყანაშიც კატასტროფული შედეგებია უკანონო მიგრაციით და მოქალაქეები უკმაყოფილოები არიან. საფრანგეთის ოპოზიციაც და გერმანიის ოპოზიციაც მთავრობას აკრიტიკებენ ამ ორი მიმართულებით, ამაში სოლიდარულები არიან, რადგან უფრო მემარჯვენე ყაიდის პარტიები არიან და ისინი მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ ამ საკითხებს გადახედავენ.
იმ პარტიების პოპულარობა იზრდება და იკლებს მმართველი პარტიების პოპულარობა. განსაკუთრებით უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით იცით ამერიკის პოზიცია, ისინი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებენ, რომ გადახედონ ამას, თორემ კატასტროფა გარდაუვალი ხდება და შეიძლება მოვიდეს ისეთი დრო, რომ სიტუაცია საერთოდ ვეღარ გააკონტროლონ“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
საფრანგეთში – მაკრონის, გერმანიაში კი მერცის რეიტინგი დაბალ ნიშნულზეა. კვლევებით, ორივე ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა.