სახალხო ზეიმი – „ხინოწმინდობა“
By

სახალხო ზეიმი – „ხინოწმინდობა“

11-12 სექტემბერს, სოფელ ხინოწმინდაში, სახალხო დღესასწაული იმართება.

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია შემეცნებითი ექსკურსია, სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა. ასევე, ხინოწმინდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადაეცემათ საპატიო ხინოწმინდელებს.

წელს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს ეძღვნება.

,,ხინოწმინდობის“ აღნიშვნას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. დღესასწაული, ყოველწლიურად 11 და 12 სექტემბერს, წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან დაკავშირებით აღინიშნება.

  • No Comments
  • სექტემბერი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *