მოსახლეობის საყურადღებოდ!
სწრაფი და ხელმისაწვდომი კომუნიკაციის მიზნით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოქალაქეებს სხვადასხვა პლატფორმას სთავაზობს. ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, მსურველებმა უნდა დარეკონ კანცელარიის ნომერზე 0800 000 810, ოპერატორთან დაკავშირების შემდეგ კი ირჩევთ რიცხვ 3-ს.
უწყების ინფორმაციით, კანცელარიის ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დისტანციურად დააფიქსირონ შეტყობინება დარღვევის შესახებ, აგრეთვე, მიიღონ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სასურველი ინფორმაცია.
დამატებით მოქმედებს სპეციალური ცხელი ხაზი:
პარკირებასა და ევაკუაციასთან დაკავშირებით 595 001 307 (09:00-18:00);
აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევაზე 598 851 520 (მუშაობს 24/7-ზე).
ნებისმიერი შეტყობინების დაფიქსირება და საჭირო ინფორმაციაზე პასუხის მიღება სოციალური ქსელითაც არის შესაძლებელი
https://www.facebook.com/BatumiMunicipalInspection
ოფიციალური განცხადების დისტანციურად გამოგზავნა კი ელექტრონულ ფოსტაზე: Batumi.inspection@gmail.com-ზე შეგიძლიათ გაგზავნოთ.