By
ბათუმში ვეტერინალური კლინიკა დააჯარიმეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, ვეტერინარულ კლინიკაში შპს ,,ჯიდიემჯი” (ს/ნ 445555685, ბათუმი, ინასარიძის ქუჩა N 16ა) ვადაგასული, უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატები გამოავლინეს, რის გამოც, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.