By
სახალხო ზეიმი – „ჩაქვისთავობა“
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 10 სექტემბერს, 14:00 საათზე, სოფელ ჩაქვისთავში სახალხო დღესასწაული გაიმართება.
ღია ცის ქვეშ მოწყობილ სივრცეში სხვადასხვა სახის აქტივობაა დაგეგმილი. გამოიფინება ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები, მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები და ადგილობრივი ტრადიციული კერძების მასტერკლასი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ვეტერანი მოცეკვავეები.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საპატიო „ჩაქვისთაველის“ დაჯილდოება.
დასწრება თავისუფალია.