ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს
By

ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარების საკითხები განიხილეს. დადებითად შეფასდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და აღინიშნა, რომ რეგიონში საქართველო საამიროებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ მიზნით, მზადყოფნა გამოითქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტულ კომპანიებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების განვითარებაზე, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, ტურისტული ღონისძიებებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში საამიროების მხრიდან ინვესტირებით დაინტერესების დინამიკას და ამ პროცესში აჭარის  რეგიონის როლს. შეხვედრის დასასრულ გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *