By
რუსებმა ოდესაში მრავალსართულიან შენობას დაარტყეს, არიან დაშავებულები
რუსებმა ოდესაში მრავალსართულიან შენობას დაარტყეს, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამი ბავშვი.
„მტერმა ოდესაზე თავდასხმა განახორციელა. 21-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მე-10 სართულიდან მე-17 სართულამდე არსებული ბინები დაზიანდა“, – აღნიშნა ლისაკმა. მისივე თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დაშავებულებს ეხმარებიან.