„ეს შეთანხმება გარკვეულ სარგებელს მოიტანს“
By

„ეს შეთანხმება გარკვეულ სარგებელს მოიტანს“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ვენესუელასთან გაფორმებული ნავთობის გარიგება ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას მისცემს, შეინარჩუნოს საკვანძო გავლენა დასავლეთ ნახევარსფეროს უდიდეს ნავთობმწარმოებელ ქვეყანაზე.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ შეთანხმება მოკლევადიან პერსპექტივაში ქვეყანას გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, თუმცა მისი მთავარი სტრატეგიული მნიშვნელობა გეოპოლიტიკურ უპირატესობაში მდგომარეობს.

„ნათელია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს შეთანხმება გარკვეულ სარგებელს მოიტანს. თუმცა, ამასთანავე, ის გარანტიას იძლევა, რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები და არა ჩინეთი, რუსეთი ან ირანი – მოახდენს გავლენას ჩვენს ნახევარსფეროში ნავთობის უმსხვილეს მწარმოებელზე“, – დასძინა სახელმწიფო მდივანმა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *