By
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის წინააღმდეგ მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის წინააღმდეგ „ეფ-ეს-ბე“-ს მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ერთად, ტერაქტი აღკვეთა, რომელსაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური რუსული ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ გეგმავდა“, – აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის უკრაინაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.