By
უნებართვო სათამაშო აპარატების დემონტაჟი დაიწყო
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ქალაქის ტერიტორიიდან, კომერციული მიზნით ტროტუარებზე განთავსებული უნებართვო სათამაშო აპარატების დემონტაჟი და გატანა დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოები კანონის მოთხოვნების აღსრულებას, საზოგადოებრივი სივრცეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ქალაქის იერსახის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
მუნიციპალური ინსპექცია ტურისტული სეზონის განმავლობაში უნებართვო კონსტრუქციებისა და ობიექტების მონიტორინგს საგანგებო რეჟიმში ახორციელებს.