By
საქართველოდან უცხო ქვეყნის კიდევ 93 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, კუბის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ერაყის, თურქეთის, კამერუნის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ბენინის, ეთიოპიის, ეგვიპტის, იამაიკის, სუდანის, ალჟირის და სხვა სახელმწიფოების, ჯამში 93 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.