20 საუკეთესო მიმართულებას შორის საქართველოცაა
By

20 საუკეთესო მიმართულებას შორის საქართველოცაა

პოპულარულმა საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემამ Wanderlust Magazine სექტემბერში სამოგზაუროდ 20 საუკეთესო მიმართულება გამოავლინა, რომელთა შორის საქართველოცაა.

საქართველო სექტემბრის ტოპ-20 მიმართულების სიაში ისეთ წამყვან ტურისტულ ქვეყნებთან ერთადაა, როგორებიცაა იაპონია, კანადა, არგენტინა, პორტუგალია, ჩინეთი, გერმანია და ა.შ.

გამოცემის ოფიციალურ Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში Wanderlust – ი, ონლაინ მომხმარებელს, სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და მიუთითებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდს – georgia.travel, სადაც საქართველოში მოგზაურობის მსურველები შეძლებენ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ჟურნალის შეფასებით, სექტემბერი იდეალური დროა ახალი შთაბეჭდილებებისა და მრავალფეროვანი თავგადასავლების მაძიებელთათვის.

  • No Comments
  • სექტემბერი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *