By
„გემოფესტი“ – აჭარული გემოებისა და კულინარიული ტრადიციების ფესტივალი ბათუმში
5 და 6 სექტემბერს ბათუმი აჭარული გემოებისა და კულინარიული ტრადიციების მრავალფეროვან ფესტივალს უმასპინძლებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, – „გემოფესტი“ მეოთხე წელია აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გემოებს, ტრადიციულ კერძებსა და კულინარიულ კულტურას.
„გემოფესტი“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ძველ ბულვარში, თეთრ კოლონადებთან გაიმართება.