By
სამუშაო შეხვედრა – ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულში
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზვარეს თემიდან ამირან დევაძემ გასვლითი სამუშაო შეხვედრა მოსახლეობის წარმომადგენლებთან, ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულში გამართეს.
შეხვედრაზე იმსჯელეს თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ.
თათბირის შემდეგ მერმა ადგილობრივი მოქალაქეების მიღება გამართა.
– გასვლითი შეხვედრების მიზანია მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია, არსებული პრობლემებისა და საჭიროებების უშუალოდ ადგილზე გაცნობა, გამოწვევების განხილვა და ეტაპობრივად, შესაბამისი რეაგირება, – გვითხრა მამუკა თურმანიძემ.
თამაზ მგზავრიძე