ალექსანდრ სტუბი: ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინისთვის ღიაა
ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა რეალურია და შესაბამისი შესაძლებლობების ფანჯარა უკვე გახსნილია. უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ უკრაინას ალიანსის სრულუფლებიან წევრად ხედავს, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესი მოთმინებას მოითხოვს.
„საბოლოო ჯამში, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება და ეს ამ ომის საუკეთესო შედეგი იქნება“, – განაცხადა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტის შეფასებით, რომ არა ომი, უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხი ასე სერიოზულად, სავარაუდოდ, არ განიხილებოდა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების გზა მარტივი არ იქნება.
„მოთმინება გამოიჩინეთ. ევროკავშირი უტოპია არ არის და არც სრულყოფილია. გახსოვდეთ, ეს ამბის დასასრული არ არის – ევროპა მკაცრი კლუბია“, – აღნიშნა ფინეთის ლიდერმა.