მიხეილ ყაველაშვილი სტუდენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
By

მიხეილ ყაველაშვილი სტუდენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებისა და ახალი სასწავლო ეტაპის დაწყების წინ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს წარმატებას ულოცავს და მათ წინაშე არსებულ ახალ შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას. „თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – ცოდნის გაღრმავების, პროფესიული განვითარების, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის.
განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით, თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში.
ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ნათელ მომავალს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

  • No Comments
  • აგვისტო 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *