ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები განიხილეს
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, პირველ მოადგილე ჯემალ სურმანიძესთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რათა სასწავლო პროცესის განახლებაში არ იყოს შეფერხებები. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე, დასრულებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფასა და სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესზე.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი მასწავლებელთა მხარდამჭერ პროგრამებს დაეთმო. ისაუბრეს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი პროექტების თაობაზე, რაც აჭარის მთავრობის მხარდაჭერით იქნება გათვალისწინებული მომავალი საბიუჯეტო წლისთვის.