მაგისტრალის მონაკვეთს აწესრიგებენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის მერ ომარ ტაკიძესთან ერთად, ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის 13.3-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი გზის სრულ განახლებას ითვალისწინებს და მისი დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე რეგიონის სტუმრებისთვის.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, შუახევის მუნიციპალიტეტის მერ ომარ ტაკიძესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ედნარ ნატარიძესთან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს ზაზა შავაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ფრიდონ ფუტკარაძესთან და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან ერთად, მაგისტრალის ამ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
თამაზ მგზავრიძე