ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილმა რეპრესიული კანონმდებლობა უნდა გააუქმოს
By

ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილმა რეპრესიული კანონმდებლობა უნდა გააუქმოს

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, შეწყვეტს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, მისი შეფასებით, რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენებას, გააუქმებს ამ კანონებს და გახსნის დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის, ოპოზიციისთვის.
კუპრაძე გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საელჩო „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ შექმნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება რეპრესიულ კანონმდებლობას არ გააუქმებს, მას ამ ქმედებებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილს მოუწევს ამ რეპრესიული კანონმდებლობის, რეპრესიული ქმედების, ანტიქართული საქმიანობის გამო შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება. ეს პასუხისმგებლობა ივანიშვილისთვის არ იქნება ნამდვილად საჩუქარი და უკვე მერამდენედ, ტრამპის ადმინისტრაცია აფრთხილებს ივანიშვილს და ანტიქართულ „ოცნებას“, რომ პასუხისმგებლობის გარეშე ამ დანაშაულებს ასე მშრალად ვერ გაივლიან. ამიტომაც ცხადია, რომ ეს გაფრთხილებები დიდხანს არ გაგრძელდება და ივანიშვილს მოუწევს თავისი ქცევის შეცვლა. ეს უნდა იყოს, პირველ რიგში, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება, ეს უნდა იყოს პარტიების აკრძალვის დავიწყება და ყველა პროცესის პოლიტიკურ ჩარჩოში, კანონისმიერ ჩარჩოში დაბრუნება“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

  • No Comments
  • ივლისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *