By
მემორანდუმი გაფორმდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია ,,ტოიოტა ცენტრ ბათუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ბსუ-ის რექტორმა ტიტე აროშიძემ და კომპანიის დირექტორმა გოდერძი სურმანიძემ მოაწერეს. ინფორმაციას ბსუ-ის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მემორანდუმი სტუდენტებისთვის პრაქტიკის, სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები, ასევე, ერთობლივ პროექტებსა და სხვადასხვა ღონისძიებას განახორციელებენ.