პროგრამის მიზანი – სამუშაოს მაძიებელთა შრომის ბაზარზე მათი სწრაფი ინტეგრაცია
By

პროგრამის მიზანი – სამუშაოს მაძიებელთა შრომის ბაზარზე მათი სწრაფი ინტეგრაცია

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე კობა ნაკაიძე და აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე, კოლეჯ ,,ახალი ტალღის“ ხელმძღვანელებთან ერთად, ქობულეთში, მოკლევადიანი ინტენსიური სწავლებისა და კადრების გადამზადების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

პროგრამა სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და ღია შრომის ბაზარზე მათ სწრაფ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. უწყების ინფორმაციით,  სასწავლო კურსები პოტენციური დამსაქმებლების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავდა.

ამ ეტაპზე პროფესიული ჯგუფების მსმენელები კოლეჯის თანამედროვე ლაბორატორიებში გადიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას კულინარიული ხელოვნების, ბარის ფუნქციონირების, ლითონის შედუღებისა და ელექტროსამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით.

4-თვიანი სასწავლო პროგრამა, პროფესიული მიმართულების მიღმა, მოიცავს 3 ძირითად კომპონენტს:

თეორიული და პრაქტიკული კურსი –  ინტენსიური მეცადინეობები კოლეჯის ბაზაზე, სადაც სტუდენტები ეუფლებიან პროფესიულ საფუძვლებს, დარგობრივი უცხო ენის მოდული –  ფოკუსირების სპეციფიკურ ტერმინოლოგიასა და ლექსიკას, რაც კადრებს საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობაში ეხმარება. კურსის დასრულების შემდგომ, მონაწილეები მიღებულ ცოდნას რეალურ სამუშაო გარემოში, პარტნიორ დამსაქმებელ კომპანიებში განამტკიცებენ.

  • No Comments
  • ივნისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *