„ცეკვა – არისტოტელეს მიწაზე“
By

„ცეკვა – არისტოტელეს მიწაზე“

ანსამბლ „ჰანგებმა“ მონაწილეობა მიიღო საბერძნეთში გამართულ მე-10 საერთაშორისო კულტურულ ფესტივალში „ცეკვა  – არისტოტელეს მიწაზე“. სადაც ღირსეულად წარადგინა ქართული ხალხური სიმღერა და ტრადიციული საკრავები. ანსამბლმა მაყურებლისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქის მერი სტილიანოს ვალიანოსი  და მერის მოადგილე კულტურის საკითხებში  მარია ენეჰლიდუ. ქართული კულტურის ღირსეული წარმოჩენისთვის სტილიანოს ვალიანოსმა   ანსამბლ „ჰანგების“  ხელმძღვანელ ეთერ დარჩიძეს სპეციალური ჯილდო და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, ხოლო ანსამბლის წევრებს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ჰანგები“ კვლავ აგრძელებს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ივნისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *