საუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიმართა
By

საუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიმართა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ინტელექტუალური თამაშების შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიმართა. ინფორმაციას აკადემიის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩემპიონატი 5 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 14 გუნდი მონაწილეობდა.

შეჯიბრების ფარგლებში მონაწილეებმა წარმატებით წარმოაჩინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარები.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გამოვლინდნენ გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები, რომლებიც სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

„ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის. ვუსურვებთ მათ მომავალ წარმატებებს როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ საქმიანობაში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ივნისი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *