By
ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევიანში ჩავიდა, სადაც „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტი მიმდინარეობს.
ევიანში სამიტის პირველი სესია დაიწყო, რომელზეც ლიდერები უკრაინის საკითხს განიხილავენ. სესიაში ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს.
შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საჩუქრად გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 47-ნომრიანი მაისური გადასცა.