ალექსანდრ ვუჩიჩი – ვხედავთ, საქართველოში რამხელა წინსვლაა და რა ტემპი აქვს საქართველოს განვითარებას
By

ალექსანდრ ვუჩიჩი – ვხედავთ, საქართველოში რამხელა წინსვლაა და რა ტემპი აქვს საქართველოს განვითარებას

„სერბეთის რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს მიღწევებს. 2012 წლიდან დღემდე, საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა“, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან  ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დიპლომატიური კავშირების მიღმა, ჩვენს ქვეყნებს აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობები. მე ვარ სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვედი თქვენს ქვეყანაში და მადლობას გიხდით ასეთი თბილი მიღებისთვის. მადლობას გიხდით, ასევე, ამ ურთიერთობებისთვის. საქართველოს ჩვენ ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც მეგობარ ქვეყანასა და ერს, არამედ ჩვენ ხანგრძლივი მართლმადიდებლური ტრადიციები გვაქვს და ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, პატრიარქ შიო მესამესთან მქონოდა ურთიერთობა. ჩვენი ძმური მართლმადიდებლური ურთიერთობა განსაკუთრებულია. ასევე, მესმის, რამდენად შორს მიმავალია თქვენი ხედვა სამომავლოდ. ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს. გვქონდა შეხვედრები, სხვა ღონისძიებები, სადაც ძალიან თბილად ვურთიერთობთ. ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის, იმ პოლიტიკის, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში. მიხარია სერბეთის შედეგები და ვამაყობ იმითაც, რასაც თქვენ მიაღწიეთ. 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა. ვსაუბრობ სერბეთის სახელით, სერბეთის რესპუბლიკა აღიარებს თქვენს მიღწევებს. ზოგი ამას აღიქვამს ისე, რომ თავისთავად ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3%. ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს და ჩვენც ვამაყობთ თქვენი ამ შედეგით. პირველი კვარტალი როცა დაჯამდება, ჩვენც ვნახავთ, რა მაჩვენებლით გაიზარდა ჩვენთან ეკონომიკა, მაგრამ ვხედავთ, საქართველოში რამხელა წინსვლაა და რა ტემპი აქვს საქართველოს განვითარებას. დასავლეთში ვამბობთ, რომ დასავლეთ ევროპაში ასეთი ტენდენცია რომ არსებობდეს, ეკონომიკური განვითარების ასეთი ტემპი რომ იყოს, საოცარი იქნებოდა. ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში, ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობ თქვენგან. 12% იყო მშენებლობის დარგში ზრდის მაჩვენებელი საქართველოში, ესეც განსაკუთრებული მაჩვენებელია, ტურიზმშიც ძალიან მაღალი იყო ზრდა. ჩვენ ვხედავთ, სად შეიძლება ვისწავლოთ თქვენგან, რაზე უნდა ვიმუშაოთ სერბეთში უფრო მეტად, რომ თქვენს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ“, –  აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

  • No Comments
  • ივნისი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *