საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები, კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამეს შეხვდნენ
By

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები, კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამეს შეხვდნენ

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესს და უნეტარეს შიო მესამეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

„უდიდესი პატივი იყო, ჩვენს ძვირფას სტუმრებთან ერთად, შევხვედროდით უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო მესამეს.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს მართლმადიდებელ ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, კულტურულ და სულიერ კავშირებზე. კიდევ ერთხელ ერთსულოვნად გავუსვით ხაზი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის მნიშვნელობას“, – წერს ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

 

  • No Comments
  • ივნისი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *