By
სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტი „სარფის“ გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, ხოლო ორმა მათგანმა – ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.