ემანუელ მაკრონი: ვიმუშაოთ ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობის მიღწევაზე
By

ემანუელ მაკრონი: ვიმუშაოთ ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობის მიღწევაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ კიევ-პეჩერის ლავრაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს თავდასხმა მხოლოდ აძლიერებს გადაწყვეტილებას, რომ ყველაფერი გააკეთონ მათ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტისთვის, რაზეც რუსეთი ჯიუტად უარს ამბობს, შემდეგ კი მშვიდობის მიღწევაზე.

მაკრონის თქმით, ამ საკითხებს ევიანში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განიხილავენ.

ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ თავდასხმას კიევ-პეჩერის ლავრაზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, არანაირი გამართლება არ გააჩნია. მისივე თქმით, საფრანგეთი მზადაა, ითანამშრომლოს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მუშაობენ.

 

  • No Comments
  • ივნისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *