სამუშაო შეხვედრა – ქობულეთის მერიაში
By

სამუშაო შეხვედრა – ქობულეთის მერიაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ, მოადგილეებთან, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა – ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვადასხვა პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. მერმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, საუბარი შეეხო ასევე მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს, მათი ეფექტიანად და დროულად გადაჭრის გზებს. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და მიმდინარე პროექტების ხარისხიან შესრულებაზე.
შეხვედრის დასასრულ, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაბამისი დავალებები მიეცათ, მათ შორის მიმდინარე სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში დასრულებისა და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

  • No Comments
  • ივნისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *