რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს
By

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს

ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი გამოცემა ავრცელებს.

ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ბანკების, ნავთობმოვაჭრეებისა და კრიპტოპლატფორმების წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

სანქციების ახალ პაკეტში 31 რუსული ბანკი, მესამე ქვეყნის 20 ნავთობმოვაჭრე ობიექტი, ასევე, კრიპტო კომპანიები და პლატფორმები შედის.

„მათ ბრალად ედებათ დასანქცირებული ობიექტებისთვის მომსახურების გაწევა ან მათთვის ევროკავშირის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში დახმარება. ეს მოიცავს 4 ბანკს ყირგიზეთიდან, მონღოლეთიდან და ინდოეთიდან; 11 კრიპტოპლატფორმას ბელარუსიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მარშალის კუნძულებიდან; ასევე, 5 ნავთობმოვაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან“, – განუცხადეს გამოცემას ოფიციალურმა პირებმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი გუშინ წარადგინა.

 

  • No Comments
  • ივნისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *