აჭარას 4 ქვეყნის ინფლუენსერები სტუმრობენ
By

აჭარას 4 ქვეყნის ინფლუენსერები სტუმრობენ

ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და ბერძენი ინფლუენსერები სტუმრობენ. ვიზიტის პირველ დღეს მოგზაურებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და ბოტანიკური ბაღი მოინახულეს, საზღვაო აქტივობებსა და აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.

ევროპელი ინფლუენსერების მეორე დღე ექსტრემალურ აქტივობას – კაპნისთავის კანიონზე დაშვებას დაეთმო.

აჭარაში მოგზაურობისას ინფლუენსერები ასევე, დალაშქრავენ მტირალას ეროვნულ პარკს და იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს გამოცდიან, მაჭახელას ხეობაში სტუმრობისას კი ხეობის ულამაზეს ბუნებას გადაიღებენ და ჩხუტუნეთის მუზეუმსა და ადგილობრივ სასტუმრო სახლებს ესტუმრებიან.

აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები მილიონობით გამომწერს უზიარებენ. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, 12 ივნისამდე დარჩებიან.

 

  • No Comments
  • ივნისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *