10 მუნიციპალური ავტობუსი დაემატა
By

10 მუნიციპალური ავტობუსი დაემატა

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელში 10 ერთეული ახალი, 12-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსი ჩაერთო.

ტრანსორტი 100-ზე მეტ მგზავრზეა გათვლილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეა ადაპტირებული და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

ავტობუსები №16 მარშრუტს მოემსახურებიან და შემდეგი სქემით იმოძრავებენ: ცაბაძის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა – წერეთლის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – აბუსერიძის ქუჩა – აეროპორტის გზატკეცილი – აფსაროსის ქუჩა – ანდრია პირველწოდებულის ქუჩა – სარფი.

მერიის ინფორმაციით, ავტობუსების ექსპლუატაციაში გაშვებამდე განხორციელდა ყველა აუცილებელი ტექნიკური და საორგანიზაციო ღონისძიებები, ასევე გადამზადდნენ მძღოლები.

  • No Comments
  • ივნისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *