მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში წარადგინა.
მინისტრმა ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 687 700 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტიურმა შესრულებამ – 755 393 200 ლარი, გეგმის 109,8 პროცენტი შეადგინა.
,,ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 762 348 700 ლარით განისაზღვრა. აჭარის ბიუჯეტის 2025 წლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 96,1 პროცენტი გადასახადებზე მოდის, რაც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს მოიცავს. საშემოსავლო გადასახადის გეგმა 660 000 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტიური შესრულება – 725 935 000 ლარს, გეგმის 110 პროცენტს შეადგენს. რესპუბლიკური ბიუჯეტის 2025 წლის სხვა შემოსავლების გეგმა 25 100 000 ლარს შეადგეს, გეგმა 107 პროცენტით შესრულდა’’, – აღნიშნულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.