By
სამუშაო შეხვედრა საბავშვო ბაღების მენეჯერებთან
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდა. დალი ფუტკარაძემ მათ ორგანიზაციის გრძელვადიანი სტრატეგიული და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები გააცნო.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ სტრატეგიაში 4 ძირითადი მიზანი და 10 ამოცანაა წარმოდგენილი. გაერთიანების დირექტორის განმარტებით, დოკუმენტი ორგანიზაციის მდგრად სტრატეგიულ განვითარებასა და საბავშვო ბაღების სხვადასხვა მიმართულებით ხარისხიანი საქმიანობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.