სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
By

სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

ბათუმის მერიის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისიდან 25 მაისამდე ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან, რომლის ფარგლებშიც, ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლება უკვე დასრულდა 8 ქუჩასა და მონაკვეთზე, ხოლო დაგეგმილია 11-ზე. სამუშაოები, ასევე, სანიაღვრე სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • მაისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *